Tuesday, October 24, 2023

იყო და არა იყო რა

  ერთ სიფრიფანა ქვეყანაში...

შემოდგომის ნისლიანი "უბრალო თვე" იყო. თვე რომელიც არცა ჩიოდა და არცა ბაქიბუქობდა  - მზევ, შენ ჩამოდი ციდან ამეტაპზე მე უნდა ვიკაშკაშოვო.

უბრალო, გრილი კაშკაშა ლავანდისფერი გადაკრავდა მზის სხივებს. ნიავი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მოძრაობდა, არ ისვენებდა და ცდილობდა რომ გამორჩეული ადამიანები მოეძებნა და თავის კალთისქვეშ მოექცია, გულში ჩაეკრა.

"უბრალო თვეს" ერთ-ერთ უბრალო დღეს სტუმარი ესტუმრა.. 

 ჯერ პირადად არ იცნობდა, არ იცოდა თუ ვინ იყო სინამდვილეში, უბრალოდ კაცობრიობას რაოდენობაში მიემატებოდა თუ იქნებოდა ადამიანი. გადაწყვეტილი ქონდა ჯერ შორიდან დაკვირვებოდა და თუ ის ის იქნებოდა, ვისაც ელოდა კალთისქვეშ შეგროვილი სიმდიდრის არსებობას გაუმხელდა,  გამომზეურებას დაიწყებდა მისთვის და შეეცდებოდა სამყაროში შეუფასებელი სიმდიდრით აევსო იგი.

და..

იყო და არა იყორა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა


მადლობა რომ იმ "უბრალო თვეს" უბრალო დღეს დავიბადე და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შეგროვილი სიმდიდრე მე შემხვდა!

 


იყო და არა იყო რა

  ერთ სიფრიფანა ქვეყანაში... შემოდგომის ნისლიანი "უბრალო თვე" იყო. თვე რომელიც არცა ჩიოდა და არცა ბაქიბუქობდა  - მზევ, შენ ჩამოდი...