Friday, December 25, 2020

" ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" თუ როგორცაა - 24.12.2020 დღეს ოფიციალურად Covid19-ის მატარებელთა რიგებიდან ამომწერეს

 24.12.2020 დღეს ოფიციალურად Covid19-ის მატარებელთა რიგებიდან ამომწერეს 🙂

ნენე, გინდ დაიჯერე და გინდ არა დაგემართა არც მეტი-არც ნაკლები და ფაქტიურად კომპიუტერის ზედოზირებით :)))

სახლში მომაკითხა ფაქტიურად, ჰოდა ისე მოვეწონე არსად წავიდა და დარჩა 🙂 საერთოდაც არ უფიქრია რომ მივეტოვებინე და უგულისყუროდ ჩაევლო, ვერაფრით გაიარა უჩემოდ, კარგი ყველას უყვარსო გაუგია და მერე რა რომ არ გავდივარ სახლიდან თვითონ მოვიდა 🙂

ვამბობდი 24 ოქტომბერს დედოფლები იბადებიანთქო, ჰოდა დედოფალი ორი დაბადებისდღით ვის გაუგია, ამიტომაც აგერ 24 დეკემბერს მესამეც გამომიჩნდა :))
აშკარად განგების ხელი ურევია რიცხვებს ვამთხვევ მეტისმეტად 🙂
ბევრი რო არ ვიბჟურტულო მოკლედ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან მოკრძალებული თხოვნა მაქვს მეტისმეტი აუცილებლობა თუ არ გვიდგას ნუ მოვივლით არემარეს, ისევ იმიტომ რომ ჩვენს თავს და ჩვენსგარშემო მყოფ ადამიანებს გავუფრთხილდეთ.
რაც არ უნდა მარტივი ფორმით მიმდინარეობდეს ეს ყველაფერი დამიჯერეთ არ არის მარტივი გადასატანი.

- თქვენი ტესტი დადებითია, ბოდიშით, ამ სიტყვების მერე კარგახანს არაფერი გესმის, არ გინდა მაგრამ შინაგანად ხდება. თავში აზრებს აწყობ არაფერი დაგრჩეს გასაკეთებელი, რა იცი რახდება...
იხსენებ რა გაწუხებს, იხსენებ რომელიმე წამალზე ხომ არ გაქვს ალერგია და ცდილობ დაზეპირებული ტექსტი მოუყვე ექიმს რომლის ხმაც მეოთხე პლანეტიდან გესმის.

კოვიდი უძილობას იწვევსო ბევრისაგან გაიგებდით, უძილობას იმაზე ფიქრი იწვევს შენს ირგვლივ სხვები როგორ არიან, გვერდით ოთახიდან სუნთქვის ხმა რომ გესმის ქოშინის მაგვარი აჩქარება ხო არ შეჰპარვია? ... მშობლები სხვა სივრცეში რომ მოჰყვნენ როგორ არიან?
ყოველ დილას ერთი სული გაქვს მათი ხმა გაიგო, კალენდარზე კიდევ ერთი დღე გადახაზო და მიაწერო რომ ყველაფერი მშვიდადაა საოჯხაო კლასტერში და მის გარეთ.
შენი ცხოვრების N1 ანა რომ დაგირეკავს და შეფარულად აკანკალებული ხმით ცდილობს გაგამხნევოს
- დე კი არ მეშინია (ამდროს ზუსტად იცი, ყოველი დაძინებისწინ ღმერთს იმას სთხოვს რომ ოღონდაც არ მოკვდე) მიხარია კოვიდი რომ გაქვს ახლა ცოტას დაისვენებ.....
- ყოველდღე გირეკავს ექიმი, გკითხულობს არკვევს სიმპტომები ხომ არ შეიცვალა, გახსენებს რომ არ დაგავიწყდეს ბევრი უნდა იარო, როგორ გააკეთო სუნთვქითი ვარჯიშები, თუ რაიმე წამალს იღებდი არ უნდა შეწყვიტო მიღებები და ბლა-ბლა -ბლაა

ახლა ზუსტად ვიცი, ჩემს მისაღებ ოთახში 3 კილომეტრის გავლა თავისუფლად შეიძლება, სამზარეულოდან საძინებლამდე 2 კილომეტრი თავისუფლად გამოდის :)))
ტკივილი უნდა გაჩერდეს და ნემსის გაკეთება სულაც არ ყოფილა საგანგაშო, წამი და ... ეგ ყველაფერი შენით მოგვარებულია.
სასწაულმოქმედი წამალი არ არსებობს, უცებ მიიღო და მოამთავრო ამით ეს ამბები. დრო, დრო უნდა გავიდეს და უნდა ვიყოთ იმედად რომ სერიოზული გართულებები არ მოყვება ამ ყველაფერს.
საუკეთესო დანიშნულება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.
გულწრფელი მოკითხვა, გულწრფელი სიყვარული გაძლიერებს არ გაძლევს საშულებას კითხვაზე თუ როგორ ხარ თქვა ცუდად. არანაირად, მარტო იმიტომ უნდა თქვა კარგად რომ ის ადამიანები შენი სახლის კედლებს იქით შენზე ნერვიულობენ. ფაქტიურად ჯანმრთელი ადამიანის როლი უნდა ითამაშო.

- უბრალოდ არ მინდა ბევრის მოწერა, მხოლოდ ერთი სმაილი გამომიგზავნე რომ მივხვდე კარგად ხარ ....
- უცხო ქვეყნიდან ექიმი რომ დაგირეკავს ვიბერში, შენ ხარ მისი მეგობარი და მაინტერესებს ხომ კარგად ხარ. აბა შენი ანალიზები გამომიგზავნე, დანიშნულებას არ გადაუხვიო , მიჰყევი ევროპულ პროტოკოლს ჩვენ აქ ასე ვებრძვით ...
- იმიტომ კი არ გირეკავ რომ ვფიქრობ რაიმე ცუდი მოხდება, იმიტომ გირეკავ რომ ნიკოლოზობა მოგილოცო...
- იცი მეც არ ვიძინებ გვიანობამდე და ვილაპარაკოთ ....
-სატურაცი აკონტროლე, 95 ჩამოცილებული არ ვნახოთ ეს ხილი დაიძალეე.
- კურიერი ვარ და მეგობრებთან ერთად ჯანმრთელობას მეც გისურვებთ...
- შენს სახლთან 20 წუთის მანძილზე ვცხოვრობ და ამოგირბინე ფეხით ...
- გუშინ არ მომეწონე რაღაც და დღესაც გადმოვირბინე...
და ასე დაუსრულებლად
იღებ ყველაზე სასწაულმოქმედ წამალს სიყვარულით ❤ იმუხტება შენი ელემენტები. იღებ ძალას, როცა ირგვლივ ასეთი ადამიანების გუნდი გყავს შენი ელემენტები არ დაჯდება...

ჰო, იმასაც გაიგებდით რომ საშინელებაა გემოს და ყნოსვის დაკარგვა, ნამდვილად მასეა მაგრამ ამდროს სხვა პლანეტაზე გადადის ყველაფერი.
ამ პლანეტას სიყვარულის პლანეტა ქვია .....
ჩემი ცხოვრების ყველაზე გემრიელობები ამ 16 დღის მანძილზე დავაგემოვნე... იმიტომ რომ სიყვარულით ჭარბი დოზით იყო გაჯერებული, იმიტომ რომ .....
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ჩემო ადამიანებო!!
დიდი მადლობა თითოეული წამისთვის რაც მე დამითმეთ!!
დიდი მადლობა სიყვარულის პლანეტისთვის !!
დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდით და მაძლიერებთ!!

ბედნიერებისთვის, მოძრაობისთვის, იმისთვის რომ ჩემი ელემენტები არ დაჯდეს მე თქვენ მყვახართ და ღმერთის უზომოდ მადლობელი ვარ რომ ამ სივრცეში გავჩნდი სადაც თქვენ ხართ!!

დასრულდეს ეს ყველაფერი და ღია ივენთების ორგანიზება ჩემზე იყოს, ნენეს ბაღჩის მისამართსაც ღიად დავდე, წლის ნებისმიერ სეზონზე მარწყვი რომ მარწყვობს ხო გახსოვთ იმას ვამხელ ფაქტიურად :))
ოღონდაც ეხლა გავუფრთხილდეთ ერთმანს, ოღონდაც ახლა სიყვარული მხოლოდ ჯანმრთელობისთვის დავარიგოთ ❤ არანაირი საყიდლები არ ღირს ხალხო არაფრად.

იყო და არა იყო რა

  ერთ სიფრიფანა ქვეყანაში... შემოდგომის ნისლიანი "უბრალო თვე" იყო. თვე რომელიც არცა ჩიოდა და არცა ბაქიბუქობდა  - მზევ, შენ ჩამოდი...